ნინო პირველი
Sunday, July 18, 2010
გარემოს დაბინძურება
პროექტის სახელი - გარემოს დაბინძურება
პროექტის მოკლე აღწერა - ბავშვები მსჯელობენ იმაზე თუ რამდენად აქტუალურია გარემოს დაბინძურების პრობლემა, რა იწვევს გარემოს დაბინძურებას, რა გავლენას ახდენს ის ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე, როგორ მოქმედებს გარემოს დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს გარემოს დასაცავად, რა წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ მოსწავლეს გარემოს დაცვაში, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე, მოსწავლეები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიონ გარემოს დაბინძურების შესახებ, რისთვისაც ისინი იყენებენ სხვა და სხვა სახელმძღვანელოებს, იძიებენ სურათებს ინტერნეტში, იყენებენ აუდიო და ვიდეო მასალას და ა. შ.
მონაწილეთა ასაკი - 11 -12 წლის მოსწავლეები, VII კლასი.
ვადები / ხანგრძლივობა - 2010 – 2011 სასწავლო წელი, 3 კვირა,
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში - დისკუსიის გამართვა, ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, თემასთან დაკავშირებული სურათების მოძიება ინტერნეტში, პლაკატების დამზადება, ვიდეო მასალის მოძიება,
კავშირი საგნებთან - მოცემული თემა კავშირშია ხელოვნებასთან და ბუნებასთან.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი მოაწყონ ექსკურსია ბუნებაში, უფრო დაუახლოვდნენ ბუნებას და შეიყვარონ ის, მათ შეუძლიათ შექმნან ვებ გვერდი და მასში განათავსონ ყველა ის ინფორმაცია რაც მოიძიეს გარემოს დაბინძურების შესახებ და შემდეგ მათ შეუძლიათ ეს ინფორმაცია გააცნონ იმ მოსწავლეეს რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა პროექტში.
სამუშაო ენა - ქართული
პროექტის ფასილიტატორის სახელი - ნინო პირველი
პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა: pirveli2010@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი / ბლოგი: ninopirveli.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)